“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე “ბილბაოსთან” მოგებული მატჩის (5:2) შემდგომ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
44 წლის სპეციალისტი თავის გუნდის თამაშით კმაყოფილი ჩანდა, თუმცა შეგირდებს სიფხიზლისკენ მოუწოდა.
“მშვენიერი მატჩი ჩავატარეთ. ჩვენ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, თუმცა ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გუნდი მუდმივად შეტევასა და გოლის გატანას ცდილობდა, რაც ძალიან კარგია.
რასაკვირველია იყო ხარვეზებიც, თუმცა მათი აღმოფხვრა შრომის ხარჯზე შესაძლებელია. სეზონის განმალობაში ყველა გუნდს აქვს ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდი. საჭიროა, რომ ფხიზლად ვიყოთ, მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ”, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
“ბარსელონა” ლა ლიგაში 22 ტურის შემდეგ მე-2 ადგილზეა და “რეალს” ქულით ჩამორჩება.