ფეხბურთი

12:39 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” მარნეულის “ალგეთს” აჯობა

რუსთავის “მეტალურგმა” საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის სამზადისის პერიოდში, კიდევ ერთი თამაში პირველი ლიგის მარნეულის “ალგეთთან” გამართა და 3:0 მოიგო.

რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ ტაიმებში გუნდი განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა:

პირველი ტაიმი: ბედიაშვილი, კოტე ხიზანეიშვილი, გაბაშვილი, ნარიმანიძე, გიორგი კილასონია, სარიშვილი, მიქაუტაძე, ლუკა ნოზაძე, ჯოხაძე, ვასაძე, სიხარულიძე.

მეორე ტაიმი: ბეგიაშვილი, მაჭავარიანი, მაისურაძე, კვიცენაძე, ფეიქრიშვილი, მიქელაძე, გელაშვილი, გულუა, გუჯაბიძე, კობახიძე, გოცაძე.

“მეტალურგიდან” პირველ ტაიმში თავი კოტე გაბაშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინეს, ხოლო მეორეში მეტოქის კარი გიორგი ფეიქრიშვილმა აიღო. ეს უკანასკნელი ბოლოს ყაზახეთის “ატირაუში” გამოდიოდა.

0.111938