ფეხბურთი

11:45 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” აზერბაიჯანის პირველლიგელთან წააგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “ზუგდიდმა” მე-3 საკონტორლო თამაში აზერბაიჯანის პირველი ლიგის “ყარადაგთან” ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.

“ზუგდიდის” პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:

ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია (ეხვაია), წურწუმია, გუგუჩია, ლომია (კობერიძე), ქობალია.

აზერბაიჯანელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმის მიწურულს გაიტანეს.

ბესიკ შეროზია: “საწყენია, რომ მთლიანობაში თამაში შენი კარნახით მიდის და წააგებ. ბავშვური შეცდომების შედეგად დავისაჯეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანობაში ჩემი ბიჭების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. შედეგის მიუხედავად, ფეხბურთელებს თამაშის ხარისხსაც ვერ დავუწუნებ. ჩვენი მთავარი მიზანია, ეროვნულ ჩემპიონატში მივაღწიოთ წარმატებებს და მჯერა ამას შევძლებთ”.

თეგებიზუგდიდი
0.122176