მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია “რეკორდმაისტერთა” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაარცელა.
პოლონეთის ეროვნული ნაკრების 26 წლის კაპიტანმა აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეოთხედ მიიღო.
“ჩემთვის დიდი პატივია, ძალიან ვამაყობ ამ ტიტულით. მადლობა ყველას” – განაცხადა ლევანდოვსკიმ.
დორტმუნდის “ბორუსიაში” გატარებული 4 დასამახსოვრებელი სეზონის შემდეგ, რობერტმა 2014 წლის ზაფხულში “ბაიერნს” მიაშურა. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 27 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.