ფეხბურთი

3:30 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “რეალს” მიუახლოვდა

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. “ატლეტიკოსთან” “რეალის” განადგურებით “ბარსელონამ” ისარგებლა, რომელმაც გასვლაზე “ბილბაო” დაამარცხა და “ბლანკოსთან” სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

“სან მამესზე” გამართული შეხვედრა თავიდანვე სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა და მე-15 წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე ლუის სუარესმა სხვაობა გაზარდა. პირველ ნახევარში მეტი ბურთი აღარ გასულა, თუმცა ამის გაკეთება ორივე გუნდს შეეძლო.

მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და 59-ე წუთზე მიკელ რიკომ ანგარიში შეამცირა. ბასკების სიხარულმა დიდხანს არ გასტანა და სამ წუთზე ოსკარ დე მარკოსმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო კიდევ ორ წუთში ნეიმარის ჯერი დადგა. მასპინძელები მაინც არ ნებდებოდნენ და ორ წუთში უკვე ადურისმა გაქვითა ერთი ბურთი. “ბილბაო” საბოლოოდ 75-ე წუთზე გატყდა, როდესაც ეჩიტას უხეში თამაშის გამო მატეუ ლაოსმა წითელი ბარათი უჩვენა. 86-ე წუთზე თავისი გოლის გატანა შეცვლაზე შემოსულმა პედრომაც მოახერხა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:5.

გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “სევილიამ”, რომელმაც გასვლაზე წააგო “ხეტაფესთან”. მასპინძლებმა პირველი ნახევარი ვაზკესის პენალტით მოიგეს. მეორე ნახევარში კი, “სევილია” გამოცოცხლდა და 67-ე წუთზე კრიშოვიაკმა წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის ბედი 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პედრო ლეონმა გადაწყვიტა, რომელმაც შანსი არ დაუტოვა რიკოს – 2:1.

“სევილიას” წაბორძიკებით ისარგებლა “ვალენსიამ” და მეოთხე ადგილი დაიბრუნა. “ღამურებმა” გასვლაზე “ესპანიოლის” დამარცხება მოახერხეს. უგოლო ტაიმის შემდეგ, 62-ე წუთზე გოლის გატანა პაბლო პიატიმ მოახერხა, ხოლო 85-ე წუთზე დანიელ პარეხოს საჯარიმოს პაუს ავტოგოლი მოჰყვა. მასპინძლებმა პრესტიჟის ბურთი 89-ე წუთზე გაიტანეს - 1:2.

“კორდობამ” ფედე კარტაბიას შესანიშნავი საჯარიმოთი პირველ ნახევარში აჯობა “ალმერიას”, თუმცა მეორე ნახევარში მარჯვენა მცველმა მიჩელმა დუბლი შეასრულა და გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 1:2.

კორდობა – ალმერია 1:2 (1:0)


კორდობა, “ნუევო არკანხელი”

კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კრესპო, პანტიჩი, გუნინიო, ედიმარი, ფ.როსი (ზუკულინი 64), დეივიდი (აბელი 83), გილასი, კარტაბია, ბებე, ანდრონე (ჰელდენი 68).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, დუბარბიერი, მიჩელი, კორონა, ვერზა, მენდეში, ფ.სორიანო (ესპინოსა 80), ვ.სილვა (რომერა 75), ბიფოუმა (ტეიე 89).
მწვრთნელი: იგნასიო მარტინესი

გოლები: 1:0 კარტაბია (10), 1:1;1:2 მიჩელი (61;66).
გაფრთხილებები: ფ.როსი, ბებე – დუბარბიერი, ბიფოუმა, ვ.სილვა, ფ.სორიანო, ტრახილიო
მსაჯი: მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 14(7)-8(2), ჯარიმა: 15-17, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-6

ხეტაფე – სევილია 2:1 (1:0)

მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა, ველაზკესი, ნალდო, ალექსისი, ლაგო, ლასენი, ხ.როდრიგესი, სამირი (ჰინესტროზა 72), დ.კასტრო (ფელიპი 88), სარაბია, ვაზკესი (ლეონი 78).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

სევილია (4-4-2):
ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, პარეხა, კოკე, ფ.ნავარო, მ’ბია (ფიგეირაში 16), იბორა, კრიშოვიაკი, ბანეგა, ასპასი (მუნიოსი 56), ბაკა (დ.სუარესი 74).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ვაზკესი (29 პენ.), 1:1 კრიშოვიაკი (66), 2:1 ლეონი (85).
გაფრთხილებები: ხ.ლოპესი – ბანეგა, ფიგეირაში
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 18(8)-9(2), ჯარიმა: 6-13, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 1-4, სეივი: 1-6

ესპანიოლი – ვალენსია 1:2 (0:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ჰ.მორენო, ალვარო, არბილია, დუარტე, კანიასი, ვ.სანჩესი (სევილია 70), ვ.ალვარესი (მონტანესი 78), ს.გარსია, ლუკასი, კაისედო (სტუანი 69).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ვალენსია (4-1-4-1): ალვეში, მუსტაფი, ორბანი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, ე.პერესი (გომეში 46), პარეხო, როდრიგო (ფეგული 72), პიატი, ალკასერი (ნეგრედო 53).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 0:1 პიატი (62), 0:2 პაუ (85 ს.კ.), 1:2 ს.გარსია (89).
გაფრთხილებები: ვ.ალვარესი, ვ.სანჩესი, ჰ.მორენო, მონტანესი, ს.გარსია – ე.პერესი, გომეში, ორბანი, ნეგრედო
მსაჯი: მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 9(3)-13(4), ჯარიმა: 22-16, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-2

ბილბაო – ბარსელონა 2:5 (0:2)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა (აუტენეჩე 52), მ.რიკო, სან ხოსე, უ.ლოპესი, სუსაეტა (ბენიატი 69), მუნიაინი (გურპეგი 78), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, პიკე, მატიე, ალვეში (ადრიანო 69), ალბა, ხავი (რაფინია 74), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ნეიმარი, ლ.სუარესი (პედრო 80), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 მესი (15), 0:2 ლ.სუარესი (26), 1:2 მ.რიკო (59), 1:3 დე მარკოსი (62), 1:4 ნეიმარი (64), 2:4 ადურისი (66), 2:5 პედრო (86).
გაფრთხილებები: ბალენსიაგა, უ.ლოპესი, გურპეგი – ალვეში
გაძევება: ეჩიტა 75.
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 27%-73%, დარტყმა: 15(6)-19(11), ჯარიმა: 15-10, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-5, სეივი: 6-4

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 23. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 16. კარლოს ბაკა (“სევილია”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) - 12.

თეგებილა ლიგა
0.181174