კალათბურთი

1:22 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 6 ქულა და მარცხი ლიდერთან

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ერთ-ერთ ლიდერ “რიბეირა საკრა ბრეოგან ლუგოს” დაუხვდა და დიდი წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა, 57:62 დამარცხდა.

ბარაქიანი დღე არც კონკრეტულად ქართველ კალათბურთელს ჰქონია, რომელმაც თამაშიდან 12-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა. ბექამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 6 ქულას 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

ბურჯანაძემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ლა კორუნიელებს 8 მოგების წილ 11 მარცხი მოუგროვდათ და ლებ გოლდში, რომელიც 15 გუნდს იტევს, მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

0.115306