კალათბურთი

23:33 | 8.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ “გრან კანარიასთან” გაიბრწყინა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ჩინებული თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც 28:35 წუთში 25 ქულა ჩააგდო, მისმა “ლაბორალ კუჩამ” კი “გრან კანარია” კი 109:70 გაანადგურა.

ქართველი კალათბურთელი ბასკური კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და ფაქტობრივად, იდეალურად ითამაშა. თორნიკემ 11-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 25 ქულას კი 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა წაამატა.

შენგელიას ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში, “ლაბორალ კუჩამ” მეტოქეზე 41 ქულით (!) მეტი ჩააგდო, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია, რაც ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე სერიოზული განაცხადია.

ბასკურმა კლუბმა 10 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. “ლაბორალ კუჩას” ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩი 15 თებერვალს ელის, როდესაც “მანრესას” ესტუმრება, მანამდე კი, ევროლიგის ეგიდით, 13-ში მალაგის “უნიკახას” ესტუმრება.

0.117149