“ატლეტიკოს” ნახევარმცველი კოკე “რეალთან” 4:0 მოგებულ მატჩში დაშავდა და როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდს ერთი თვე ვერ დაეხმარება.
კოკემ “რეალთან” მატჩის მე-10 წუთზე მარჯვენა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა, რის გამოც მწვრთნელმა შეცვალა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურის მატჩში “ატლეტიკომ” შინ “რეალი” 4:0 დაამარცხა.