თურქეთში შეკრებაზე მყოფი ბოლნისის “სიონი” ამხანაგურ შეხვედრაში პერმის “ამკარს” დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
ბოლნისელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლადო ბურდულის მიერ გადახალისებული “სიონი” კარგად თამაშობდა და სახიფათო მომენტებიც ჰქონდა. რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან პაპუნა მოსემღვდლიშვილს და გიორგი ჭანკოტაძეს ტრავმის გამო არ უთამაშიათ. ორივე ფეხბურთელმა დაზიანებები ტაშკენტის “ლოკომოტივთან” მატჩში მიიღო.
“სიონი” შემდეგ საკონტროლო მატჩს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან 10 თებერვალს გამართავს.
8 თებერვალი. ანტალია. “ბელისის” სპორტული ცენტრი
სიონი – ამკარი 0:0 (0:0)
სიონი
პირველი ტაიმი: ბათიაშვილი, ფოფხაძე, სვანიძე, ინკირველი, ჯინჭარიშვილი, გიორგბელიძე, გოგობერიშვილი, ბერიძე, სიჭინავა, ლობჟანიძე, ჭიკაიძე.
მეორე ტაიმი: ბათიაშვილი, ფოფხაძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, ქებურია (ბერიძე), საჯაია, გურეშიძე, მიქაბერიძე, ცხადაია, ენდრიუ, ლუისი.
ამკარი: სელიხოვი, ბუტკო (ანგბვა 60), კანე, ბულჯაკი (ჩერენჩიკოვი 46), გოიე, კირეევი, შავაევი (გალი 60), ბატოვი (ზბოჟენი 79), სოლომატინი (იდოვუ 46), პიკუშაკი (ბალანოვიჩი 46), აფულაბი.