ჰოლანდიის ერედივიზიონის 22-ე ტურში ქართველთა “ვიტესმა” “ბრედა” სტუმრად ტრაორეს 64-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და ევროზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
არნემელებმა ერედივიზიონში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს. ქართველთაგან გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად იასპარეზეს.
“ვიტესს” ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 31 ქულა დაუგროვდა, მეშვიდე ადგილზეა და თუ “გრონინგემმა” “ალკმაარი” ვერ დაამარცხა, ამ პოზიციაზე დარჩება. არნემელები მომდევნო მატჩს ერედივიზიონში შინ, “ტილბურგთან”, 14 თებერვალს გამართავენ.