ჩოგბურთი

15:09 | 8.02.2015 | ნანახია 799 - ჯერ

მარცხი თურქეთთან

ფედერაციის თასზე მოთამაშე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლა გააგრძელა და თურქეთის გუნდთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ ერთადერთი გამარჯვება ნაკრების დებიუტანტმა მარიამ ბოლქვაძემ მოიპოვა, გუნდის უფრო გამოცდილ წევრებს კი მარცხი შეემთხვათ.

ბოლქვაძემ ბასაკ ერაიდინს 6:3, 6:3 სძლია, შემდეგ ეკატერინე გორგოძე იპეკ სოილუსთან 6:2, 0:6, 1:6 დამარცხდა, წყვილებში კი სოფო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა სოილუს და კაგლა ბუიუკაკჩაის ვერ გაუმკლავდნენ – 6:4, 4:6, 4:6.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.075101
799