თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ 10-ათასიან ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ ფინალში გასვლა მოახერხა, იქ კი მარცხი განიცადა.
ქვაცაბაიამ საწყის რაუნდში სერბი დუნია სტამენკოვიჩი 6:3, 6:1 დაამარცხა, შემდეგ ჩინელ დი ჟაოს 6:4, 7:5 სძლია, მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე უკრაინელ ალიონა სოტნიკოვას აჯობა – 7:5, 2:6, 6:3, ნახევარფინალში კი ხორვატი ივა მეკოვეციც ჩამოიცილა – 3:6, 6:4, 7:6 (7:3).
ფინალში ქართველი ჩოგბურთელი პირველი რეიტინგის მქონე გერმანელ ან შეფერს გადაეყარა და 2:6, 0:6 წააგო.