ფეხბურთი

22:10 | 7.02.2015 | ნანახია 2576 - ჯერ

“ტორპედოს” “დებრეცენის” დამარცხებამდე ცოტა დააკლდა

ქუთაისის “ტორპედო” თურქეთში შეკრებას განაგრძობს. იმერლებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა უნგრეთის ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდ “დებრეცენთან” გამართეს და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდათ.

მატჩში ანგარიში უნგრელებმა რენე მიჰელიჩის გოლის წყალობით გახსნეს, ხოლო 27-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის საწყისი წუთებში ქუთაისელებმა ივარგეს და თენგიზ ჩიკვილაძემ 58-ზე “ტორპედო” დააწინაურა. შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე ლაზარ პალიმ “დებრეცენი” მარცხისგან იხსნა.

ქუთაისელები მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს ბულგარეთის “ბოტევთან” გამართავენ.

ტორპედო – დებრეცენი 2:2 (1:1)

ტორპედო: ბექა შეყრილაძე, ბექა ბანძელაძე, ბაქარ მირცხულავა, გურამ ადამაძე, თენგიზ ჩიკვილაძე (გოგი გოგიჩაიშვილი 79), ზაზა ჭელიძე (ბუდუ ზივზივაძე 46), ირაკლი კლიმიაშვილი (ლაშა ქებაძე 60), ბექა ტუღუში (მიხეილ მახვილაძე 69), დავით კირკიტაძე (ნიკა კვასხვაძე 58), ნიკა საბანაძე (ოლეგ მამასახლისი 68), ოთარ კვერნაძე (გივი იოსელიანი 65).

გოლები: 0:1 რენე მიჰელიჩი (10), 1:1 ოთარ კვერნაძე (27), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (58), 2:2 ლაზარ პალი (90+2).


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:46 | 13.07.2013
gabriel batistuta (1834)

იყო პერიოდი ძალიან მინდოდა მილანში ამსი ხილვა ; ))

19:16 | 13.07.2013
a.reversi (9540)

რა მაისურით გაეძრო)

19:14 | 13.07.2013
data96 (4224)

პეს 11-ში გიჟი იყო :დ

18:22 | 13.07.2013
zestamania (709)

რამაგრად არის გაბუქებული ეს ფეხბურთელი,კიევის დინამომ საფრანგეთის ნაკრების მცველი შეიძინაო არადა ნაკრებში სულ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

16:57 | 13.07.2013
AC milan9 (2294)

რა რეალს უნდოდა?მანიუსაც,ბარსასაც,ლივერსაც,მილანსაც,იუვესაც,ბავარიასაც,ჩელსისაც უნდოდა და პროსტა ვერ იყიდეს,ვერ გაქაჩეს იმდენი ღირდაუნდოდა და გადაიფიქრა ხო?ეგრე სად წერიაჭანტურიას ყიდვა ეგრე თუა რომას ლაციოს და ჯენოას უნდოდა მაგრამ მერე მაგით რა?

17:11 | 13.07.2013
Giga Kaciashvili (89)

რეალის ფანი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რაც დავწერე ამის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო და ჩაიშალა რეალში დაახლოებით სამი წლის წინ,უამრავი შემთხვევაა ასეთი სატრანსფერო პერიოდში ხოლმე რა გაგიკვირდაD:დ

16:54 | 13.07.2013
AC milan9 (2294)

ალბად ადმინს უყვარს “ს” რო ამთავრებს სიტყვას

16:56 | 13.07.2013
laciosErtguli (3640)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

16:53 | 13.07.2013
Giga Kaciashvili (89)

კარგი მცველია მახსოვს თავის დროზე ამის შეძენა რეალს უნდოდა

16:53 | 13.07.2013
AC milan9 (2294)

წერა დაგავიწყდათ?

16:52 | 13.07.2013
-thiago- (114)

კიევის “დინამოს” საფრანგეთის ნაკრების მცველის შეიძინა



(facepalm)

0.064177
2576