ფეხბურთი

21:01 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავალოვსკი ტრავმირებულია

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის პირველი დივიზიონის “ტოსნომ” ამხანაგური თამაში პრემიერლიგის “როსტოვთან” ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა.

მეკარე ნუკრი რევიშვილმა “ტოსნოში” სრულად ითამაშა. მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი სასტარტოში იყო და მე-15 წუთზე შეცვალეს. მან ტრავმა მიიღო და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ნავალოვსკის დაზიანების სიმძიმე ერთ-ორ დღეში უფრო დაზუსტდება.

ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ “ტოსნოში” მეორე ტაიმი ჩაატარა. მოედანზე 90 წუთი გაატარა მცველმა გურამ თეთრაშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

0.110983