ინგლისური გამოცემის “დეილი ექსპრესის” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” 31 წლის ბრაზილიელი მცველი დიდი ალბათობით ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდება.
დანი ალვეშს კატალონიურ გრანდთან მიმიდინარე ხელშეკრულება ივნისში ეწურება და მისი პირინეის ნახევარკუნძულიდან აბარგება თითქმის გადაწყვეტილია.
ალვეში “ბარსელონას” ღირსებას 2008 წლიდან მოყოლებული იცავს, მანამდე კი სახელი “სევილიაში” თამაშით გაითქვა.