ფლორენციის “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა “მილანის” თავკაცის პოსტზე დანიშვნას უარყოფს და აღნიშნავს, ყველა ცნობა ლამაზადაა შექმნილი.
“როსონერის” რომ ცუდი პერიოდი უდგას ეს უკვე ცნობილია. გუნდი წარმატებულად ვერ ასპარეზობს და ფილიპო ინძაგი შესაძლოა სხვა მწვრთნელმა ჩაანაცვლოს, კანდიდატთა შორის კი იტალიური მედია მონტელასაც მოიაზრებს.
“მილანში”? ეს სპეკულაციაა. მსგავსი რამ ფეხბურთში ყოველთვის ხდება. მედია “იუვენტუსთან”, “ინტერთან” და “ნაპოლისთანაც” მაკავშირებდა, ეს ყველაფერი ლამაზადაა შექმნილი, მეტი არაფერი.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
“მილანს” მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 29 ქულა აქვს მოგროვებული და მე-8 ადგილზე იმყოფება. ევროპის ლიგის ზონას “როსონერი” 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურთან 10 ქულა აშორებს.