ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ გადაწყვიტა აფრიკაში ჩავიდეს. კერძოდ კი ეკვატორულ გვინეაში, სადაც აფრიკის 2015 წლის ეროვნებათა თასი მიმდინარეობს.
პელე ეკვატორული გვინეა - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მატჩს დაესწრება, შეხვედრა მესამე ადგილისთვის ტარდება. ხოლო ხვალ პელე კოტ დივუარი - განას ფინალურ დაპირისპირებაზე მივა.
“ახლა ეკვატორულ გვინეაში მივდივარ. ყოველთვის მიხარია აფრიკაში ვიზიტი. ეს ის კონტინენტია, რომელიც საფეხბურთო ტალანტებით მდიდარია”- განაცხადა პელემ თავის ტვიტერის გვერდზე.