მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ორი კვირის განმავლობაში არ გაყიდონ და არ გაანათხოვრონ. ამის შესახებ გამოცემა “იზვესტია” იუწყება.
მოსკოველთა შვეიცარიელ დამრიგებელს სურს ქართველ ფეხბურთელს ბოლო შანსი მისცეს. თურქულ შეკრებაზე, რომელიც 22 თებერვლამდე გაგრძელდება, იაკინი ანანიძეს ყურადღებით დააკვირდება. თუ ქართველი დაამტკიცებს, რომ გუნდისთვის სასარგებლოა, მაშინ, რუსეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე “სპარტაკის” თავკაცი მას საკმარის სათამაშო დროს მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იაკინი ქართველის სხვა კლუბში წასვლას ხელს არ შეუშლის.
“იზვესტიას” ინფორმაციით, შვეიცარიელი სპეციალისტი ესპანეთში 21 იანვრიდან 1 თებერვლამდე ჩატარებულ შეკრებაზე ანანიძის მონდომებითა და მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა. სწორედ ამან გადააწყვეტინა, რომ ქართველ ნახევარმცველს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არადა ლევანდოვსკის სკამიდან არ აყეებდა ერთდროს,მერე რა დაემართა
რაუნდოდა ამას ჩინეთში?
კალათბურთი არა ხელბურთი : დდ
ეს სტატია აქ უნდა იდოს?