იტალიელმა სპეციალისტმა ჯოვანი ტრაპატონიმ პოლ პოგბას გაყიდვასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.
“პოგბა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის მესი არ არის. თუ “იუვენტუსი” ფრანგს 100 მილიონად არ გაყიდის, ეს შეცდომა იქნება. აღნიშნული ტრანსფერი, როგორც კლუბისთვის ისე მოთამაშისთვის სასარგებლო იქნება. კლუბი ამ თანხად სამ მაღალი დონის ფეხბურთელს შეიძენს. ვფიქრობ “იუვენტუსს” შეუძლია ზედიზედ მხუთედ გახდეს “სკუდეტოს” გამარჯვებული”- ტრაპატონის სიტყვებს Goal.com ციტირებს.
ტრაპატონი “იუვენტუსს” 1976-1986 და 1991-1994 წლებში წვრთნიდა.