კალათბურთი

14:19 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 16-წლამდელები ბოსნიასთან დამარცხდნენ და მე-7 ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან

თურქეთის წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირის ჯგუფიდან ვერგასვლის შემდეგ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბრძოლა 5-8 ადგილებისთვის განაგრძო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფის მესამეადგილოსან ბოსნიას საკვალიფიკაციო მატჩში შეხვდა.

მატჩი ბოსნიელებმა მოიგეს. ბალკანელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და დიდი შესვენებისთვის 46:27 იგებდნენ. მესამე მეოთხედში ქართველებმა თამაში გამოაკეთეს და პერიოდის 17:7 მოგებით წარმატების შანსი ებოძათ, თუმცა ბოსნიელებმა მძლავრად ჩაატარეს დასკვნითი 10-წუთეული და საბოლოოდ, 78:53 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 22 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო გოგა ბითაძე იყო. 9 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა ზაურ ჯანელიძეს, ხოლო ბერდია ქავთარაძის ანგარიშზე 7 ქულა დაგროვდა.

პარალელურ საკვალიფიკაციო მატჩში ლატვია ჩინეთთან დამარცხდა და ტურნირის მე-7 ადგილისთვის მატჩში სწორედ საქართველო და ლატვია შეხვდებიან. ეს გუნდები ჯგუფში უკვე შეხვდნენ და ის მატჩი ლატვიელებმა მოიგეს.

16-წლამდელთა თურქეთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირი. 6 თებერვალი. კონია

ბოსნია 78:53 საქართველო

www.gbf.ge

0.122184