თურქეთში შეკრებაზე მყოფი პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასაში მოასპარეზე ბიალისტოკის “იაგიელონია”, რომელშიც ნიკა ძალამიძე გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის “კრაიოვასთან” 1:2 დამარცხდა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. ბოლო პერიოდში პოლონურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმების გამო, ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციას ვერ უძლებს. მოსამზადებელ პერიოდში აქამდე ჩატარებულ 11 მატჩში მან მოედანზე მხოლოდ 197 წუთი გაატარა.
თუმცა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ პრობიერცმა აღნიშნა, რომ სასტარტოში მისი ფავორიტი ძალამიძეა.
საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-20 ტურში “პარიზმა” სახლში “ავრანშე” 1:0 დაამარცხა. მარცხენა მცველ ამირან სანაიას მასპინძლებში არ უთამაშია. “პარიზი” 18-გუნდიან ლიგა ნაციონალს 41 ქულით ლიდერობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაულაგეს ექიმებმა მაგიდაზე ნაგულავები ტაბლეტების



მარსელში რო გადადიოდა იქაც მსგავსი რამ მოხდა
თუ გაქ ფაქტები, მოგვაწოდე
პროკურორი ხარ?
არა. ფაქტებით ლაპარაკი უკეთესია. სხვაგვარად არასწორ წარმოდგენას უქმნი საიტის მომხმარებლებს