ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტური “რიასორზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “დეპორტივომ” ბასკური “ეიბარი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.
ლა კორუნიელები მთელი შეხვედირის განმალობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ანგარიში 52-ე წუთზე ირურეტას უხეში შეცდომის შემდეგ ლუკას პერესმა გახსნა, ხოლო 79-ე წუთზე ივან კავალეირომ ბორხა ეკიზას ბავშვური შეცდომით ისარგებლა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 2:0.
გალისიელებმა ზედიზედ მეორედ იმარჯვეს და სამმატჩიანი წაუგებელი სერია გამოცხვეს, რითაც 24 ქულით მე-11 პოზიციამდე აღზევდნენ და გასავარდ ზონას 6 ქულით მოშორდნენ. “ეიბარი” 27 ქულით კვლავ მე-8 ადგილზეა, რომელსაც ზედიზედ სამი მატჩი აქვს წაგებული.
დეპორტივო – ეიბარი 2:0 (0:0)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, ლოპო, პ.ინსუა, ლუისინიო, ხუანფრანი (ლაურე 82), ბერგენტინოსი, ბორგესი, ლ.პერესი, კავალიერო (მედუნჯანინი 89), კუენკა (კოშტა 66), რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, რ.ნავასი, ეკიზა, ბოვედა, ვილა, დ.გარსია, ბორხა, კაპა (ლარა 58), ბერხონი (ანხელი 79), არუაბარენა (ლეკიჩი 74), პიოვაკარი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
გოლები: 1:0 ლ.პერესი (52), 2:0 კავალეირო (79).
გაფრთხილებები: ლ.პერესი, პ.ინსუა – დ.გარსია, ბორხა, ეკიზა
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 15(5)-4(2), ჯარიმა: 12-21, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-3