ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ ტურში მალაგაში “უნიკახას” ესტუმრა და 76:85 წააგო.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე 08:50 წუთი გამოჩნდა და 1 მოხსნა მიითვალა. ფაცაციამ 3 ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
რუსულ კლუბში ამერიკელი კალათბურთელები ტრეი ტომპკინსი (27 ქულა, 13 მოხსნა) და ტეილორ როჩესტი (24 ქულა) გამოირჩნენ. ასევე ამერიკელი იყო საუკეთესო მალაგელთა რიგებშიც – ჯეისონ გრეინჯერმა 29 ქულა ჩააგდო.
2 მოგებით და 4 მარცხით, ნოვგოროდელები თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩასთან” ერთად, F ჯგუფში მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.