ჩოგბურთი

21:40 | 6.02.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ბულგარეთიც დამარცხებულია

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში მე-2 გამარჯვება იზეიმა.

მაკა ჩახნაშვილის მიერ დარიგებულმა გუნდმა ამჯერად ბულგარელთა ძლევა მოახერხა. ეკატერინე გორგოძემ დია ევტიმოვას 6:4, 6:4 მოუგო, შემდეგ კი სოფო შაფათავა ელიცა კოსტოვასთან 3:6, 6:7 (6:8) დამარცხდა.

გადამწყვეტი წყვილთა მატჩი გამოდგა, რომელშიც ოქსანა კალაშნიკოვამ და შაფათავამ ევტიმოვას და კოსტოვას 6:3. 6:2 მოუგეს.

შედეგად, ქართველმა ჩოგბურთელებმა C ჯგუფში მე-2 პოზიცია დაიკავეს, თუმცა, რადგანაც ზედა დონეზე ასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მხოლოდ პირველადგილოსანი იღებდა, ბრძოლა დაასრულეს, თუმცა, ისიც მიღწევაა, რომ ჩვენმა გუნდმა არცთუ სუსტ მეტოქეებთან ჭიდილში პირველ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს.

მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი-ოფში სერბეთი ბელგიას ეთამაშება, დიდი ბრიტანეთი კი – ბელარუსს. ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ადგილის შენარჩუნებისთვის კი ეს ოთხეული იბრძოლებს: ავსტრია-ლატვია, ლიხტენშტეინი-პორტუგალია.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.064576