საჩხერის “ჩიხურამ” საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მოსამზადებელ პერიოდში, თურქეთში ამხანაგური თამაში ყაზახეთის პირველი ლიგის “კიზილ-ჟართან” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
“ჩიხურას” პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
მაქსიმე ქვილითაია, კამლაძე, ლუბჩაკი, ბაჯელიძე, ქიმაძე, კაკაშვილი, სიხარულია, ივანიშვილი, იაკობაშვილი, მუმლაძე.
მეორე ტაიმში შეცვლაზე მეკარე მწყერაშვილი შევიდა.
მატჩის 57-ე წუთზე ანგარიში ყაზახთა ქართველმა ლეგიონერმა დავით ჩაგელიშვილმა გახსნა. ამის შემდეგ გიორგი ქიმაძის ჯერი დადგა, რომელმაც 71-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 10 წუთის მერე სპარინგში წერტილი დასვა.
“ჩიხურაში” 28 წლის უკრაინელმა მცველმა სერგეი ლუბჩაკმა ითამაშა, რომელმაც მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი სამშობლოში პირველი ლიგის კრივოი როგის “გორნიაკში” გაატარა.
აქვე გეტყვით, რომ “ჩიხურამ” მიმდინარე სეზონის ბოლომდე შემტევი ნახევარმცველი ევგენი ტროიანოვსკი დაიმატა.