ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზადაა ბრაზილიელ ნახევარმცველ რაფინიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ფეხბურთელს “ბლაუგრანასთან” ხელშეკრულება 2016 წლის იანვრამდე აკავშირებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი წლით გახანგრძლივდება სამხრეთამერიკელის და ესპანური გრანდის თანამშრომლობა.
ვარსკვლავებით სავსე გუნდში 21 წლის მოთამაშეს სათამაშო დრო მაინც აქვს. ლუის ენრიკემ ნახევარმცველი ყველა ტურნირზე 19 შეხვედრაში გამოიყენა და ბრაზილიელის აქტივში 2-2 გოლი და საგოლე გადაცემაა.