“ჩელსის” ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი განათხოვრების წესით სეზონის ბოლომდე “ფიორენტინაში” ითამაშებს. 22 წლის ფეხბურთელმა “ფიორენტინას” ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა.
“ბედნიერი ვარ “ფიორენტინაში” გადასვლით. იმედი მაქვს იტალიურ კლუბში გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან აქ სათამაშო დროის პრობლემა არ მექნება და სასურველ ფორმაში შესვლის საშუალება მომეცემა”, - აღნიშნა აფრიკელმა.
“ვნახე იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩი “ფიორენტინასა” და “რომას” შორის. მომეწონა “ფიორეს” თამაში, მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას”, - დაასრულა სალაჰმა.
იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში “ფიორენტინა” ბერგამოს “ატალანტას” დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა სალაჰის დებიუტი შედგეს.