ჩოგბურთი

16:36 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე დამაჯერებლად ასპარეზობს.

მე-5 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ პირველ რაუნდში სერბი დუნია სტამენკოვიჩი 6:3, 6:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ჩინელ დი ჟაოს 6:4, 7:5 სძლია.

მეოთხედფინალში სოფოს მეტოქე მე-3 რეიტინგის მქონე უკრაინელი ალიონა სოტნიკოვა იქნება.

0.11638