ფეხბურთი

15:58 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” მანდანდას შეძენას შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მარსელის “ოლიმპიკის” მეკარემ სტივ მანდანდამ 2015 წლის ზაფხულიდან შესაძლოა კარიერა “რომაში” გააგრძელოს.

29 წლის გოლკიპერის გადაბირებით რომაული გუნდის მთავარი მწვრთნელი რუდი გარსიაა დაინტერესებული. ფრანგი მანდანდას ვეტერანი მეკარის 37 წლის მორგან დე სანკტისის შემცვლელად მოიაზრებს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სტივმა 23-ვე მატჩი ჩაატარა, გაუშვა 22 გოლი და 7 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონი ევროა.

0.111289