საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძე წვრთნის, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-6 ჯგუფში ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთის და სან-მარინოს ახალგაზრდულებთან ითამაშებს.
ამის შესახებ 5 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართულ კენჭისყრაზე გაირკვა.
ჩამოთვლილთააგან ქართველი 21-წლამდელები შესარჩევ ციკლებში შვედეთსა და სან-მარინოს არასოდეს შეხვედრიან.