საჩხერის “ჩიხურამ”, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის განახლებისთვის თურქეთის ქალაქ ბელეკში ემზადება, მე-3 საკონტროლო მატჩი ჩინეთის “იატაისთან” ჩაატარა და 1:1 დაასრულა. წინა ორი სპარინგი ქართულმა კლუბმა წააგო.
საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
ზარქუა, ღონღაძე, კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, განუგრავა, მანჯგალაძე, კორიფაძე, ტროიანოვსკი, დეკანოიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მაქსიმე ქვილითაია, ქიმაძე, მუმლაძე, სიხარულია.
“ჩიხურამ” ანგარიში პირველი ტაიმის 35-ე წუთზე გიორგი კორიფაძის დარტყმის მერე გახსნა, ხოლო ჩინელებმა საპასუხო ბურთი 66-ე წუთზე გაიტანეს.