ფეხბურთი

11:33 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი “რეალს” 2 თვით დააკლდება

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” შემტევმა ხამეს როდრიგესმა “სევილიის” წინააღმდეგ პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის გადადებულ მატჩში მარჯვენა ფეხის ტერფის ტრავმა მიიღო და 27-ე წუთზე სამხრეთამერიკელის ნაცვლად ხესე შევიდა.

“სამეფო კლუბის” ოფიციალურმა ვებგვერდმა ხამესის ტრავმა დაადასტურა, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდის ვადა არ დაუსახელებია. ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტრავმის აღდგენით პროცესს 2 თვე სჭირდება.

0.123973