მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას “ფიფას” ვიცე-პრეზიდენტი ალი ჰუსეინი მიიღებს. მისი კანდიდატურა საქართველომ, ინგლისმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარადგინეს. უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატურის წარდგენა ავტომატურად ხმის მიცემას არ გულისხმობს.
ალი ჰუსეინმა “ფიფას” პრეზიდენტი ზებ ბლატერი დებატებში გამოიწვია. მისი თქმით დებატებში ნათლად გამოჩნდება თუ როგორ ესახება “ფიფას” პრეზიდენტს ფეხბურთის განვითარების გეგმა.
ალი ჰუსეინის კანდიდატურის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ “მოამბესთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია იყოს რამდენიმე კანდიდატი იმისათვის, რომ დებატები გაიხსნას და ფეხბურთის საკეთილდღეოდ დაიწყოს მსჯელობა. ამასთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ალი ჰუსეინთან ურთიერთობაში ნახა, რომ ბევრი ის საკითხი, რაზეც ჩვენ ვფიქრობდით და ვთვლით, რომ გამოსაცვლელია და დასალაპარაკებელია მას თავის პროგრამაში აქვს გაწერილი, რაც ჩვენთვის ძალიან მისაღებია. მესამე ის რომ არამარტო უეფას ქვეყნების მხარდაჭერა აქვს, მას მხარს უჭერს სხვა კონფედერაციების ქვეყნებიც, რაც მნიშვნელოვანია” – “მოამბესთან” საუბარში აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ.
ალი ჰუსეინი “ფიფას” ვიცე-პრეზიდენტის გარდა იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს, ამასთან იორდანიის პრინცია. მის გარდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ლუიშ ფიგუ, მიხეილ ვან ბრააგი და"ფიფას" ამჟამინდელი პრეზიდენტი გეგმავენ.
შეგახსენებთ “ფიფას” საპრეზიდენტო არჩევნები ციურიხში მიმდინარე წლის 29 მაისს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნდა გადავიდეს სხვა გუბდში
ბორდო ეხლა რა მზე გუნდიცაა ის იქნება მერეც
მაგარი თამაში ჩაატარა