ფეხბურთი

0:16 | 5.02.2015 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი ლორია: "დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ"

საბერძნეთის სუპერლიგის 22-ე ტურში “ოფიმ” საშინაო მოედანზე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი “პაოკი” 3:1 დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გამარჯვებულთა ქართველი მეკარე გიორგი ლორია იყო, რომელმაც 4 სეივი შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ “მსოფლიო სპორტისთვის” მცირე კომენტარი გააკეთა.

“ჩვენს გუნდში ფინანსური კრიზისია, გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. აქედან გამომდინარე ყველასთვის მოულოდნელი იყო დღევანდელ მატჩში ჩვენი გუნდის გამარჯვება, მაგრამ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. პირველ რიგში დაცვის კარგ თამაშზე ვიტყოდი, მათ მსგავსად ტაქტიკურად სწორი ფეხბურთი ითამაშა მთელმა გუნდმა, რაც ანგარიშზეც აისახა და მოგება დავიმსახურეთ. მეტოქე გუნდმა ვერ გამოიყენა მომენტები, ჩვენ გამოვიყენეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, ასე რომ გამართლებაზე საუბარი არასწორია” – აღნიშნა გიორგი ლორიამ.

შეგახსენებთ გიორგი ლორიას მსგავსად მატჩში მონაწილეობა მიიღო გიორგი მერებაშვილმა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და 67-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. ამდროისთვის ანგარიში 2:1 იყო.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:30 | 02.09.2015
ჯესი (26029)

შენ იცი წარბაა

11:50 | 02.09.2015
shotai-olimpi (2773)

მიდი სამიანიც დაიყენე და ეგაა რა!! დიდი მომავალი ელის წარბას!! წარმატებები!!

11:02 | 01.09.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

მიკვრის ამის დათრევა არავის რომ უნდოდა ტრმავებმა თუ არ შეუშალა ხელი თავის პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო იგროკი გახდება 2 წელში კიდე საუკეთესო ლიგაში

03:44 | 01.09.2015
UNITY (6719)

ამის დასათრევად წელს ლეიკერს ყველაფერი უნდა ეღონა...

23:49 | 31.08.2015
Giorgi Mdivani (59)

ლიგის მომავალი, ძალიან მაგარი ბიჭია.. მაგრამ ცენტრი არაა მძიმე ფორვარდია

22:33 | 31.08.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

აუ როგორ მევასება ტო ლავის ნაცვალდ გაასწორებდა მარა სადაა.

0.062247