ფეხბურთი

21:38 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” ამხანაგურ მატჩში “გაგრა” დაამარცხა (+VIDEO)

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” თბილისის ბაზაზე გიორგი მიქაძის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპის პირველი ამხანაგური მატჩი “გაგრას” წინააღმდეგ გამართა. როგორც “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, შეხვედრას 100-მდე გულშემატკივარი დაესწრო.

მე-15 წუთზე “გაგრას” მეკარე გიორგი დობორჯგინიძის შეცდომას ზესტაფონელთა შემტევის გიორგი ილურიძის გოლი მოჰყვა. “ზესტაფონს” პირველ ტაიმში კვლავ შეექმნა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა შესვენებამდე გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები “გაგრას” მოთამაშეების უპირატესობით განვითარდა, გოლი კი კვლავ მათ კარში გავიდა. 58-ე წუთზე ჯონი ჯერემიამ თავური დარტყმით ყოფილ გუნდს გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:0).

ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა გიორგი კოკოზაშვილს, თუმცა “გაგრას” ფეხბურთელის დარტყმები მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

რაც შეეხება შემადგენლობებს, “ზესტაფონმა” შესვენების შემდეგ ყველა ფეხბურთელი შეცვალა, ხოლო “გაგრას” მწვრთნელმა პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ორი ცვლილება გააკეთა, შესვენების შემდეგ კი ხუთი.

“ზესტაფონი” (პირველი ტაიმი): კუპატაძე, ბენაშვილი, ლომაია, ქურდაძე, გაგოშიძე, ნემსაძე, გაჩეჩილაძე, ხაბელაშვილი, მესხი, სამუშია, ილურიძე

“ზესტაფონი” (მეორე ტაიმი): ზუხბაია, მთივლიშვილი, რობაქიძე, მარაქველიძე, მჭედლიშვილი, ვაჭარაძე, კვარაცხელია, ჭედია, რაჟამაშვილი, შენგელია, ჯერემია

“გაგრა” (პირველი ტაიმი): დობორჯგინიძე, კოკოზაშვილი, ხუბუა, ჭაავა, ჭაბუკიანი, ლეთოდიანი (გაბესკირია 33), ჩიკვაიძე, ლაცაბიძე (კალანდარიშვილი 33), ხოსიტაშვილი, კვიჟინიძე, ბებია.

მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ: კიკნაძე, ბარამიძე, იღუმენოვი, შენგელია, ფირცხალაიშვილი

თენგიზ სიჭინავას გუნდს ტრავმის გამო მოსიაშვილი, ქავთარაძე და ბიწკინაშვილი დააკლდნენ. “გაგრა” შემდეგ მატჩს 15 თებერვალს მეორე ლიგის წარმომადგენელ “ვოიაჟის” წინააღმდეგ გამართავს, ხოლო “ზესტაფონის” შემდეგი სპარინგ-პარტნიორი ამ ეტაპზე უცნობია.

0.11662