ფეხბურთი

21:05 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის იანვრის სიმბოლური

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის იანვრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე “ვალენსიადან” და “ბარსელონადან” არიან წარდგენილები.

აღსანიშნავია, რომ თვის საუკეთესო ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ: ხერარდ პიკე, ხორდი ალბა, ხუანფრანი, ისკო, დენის ჩერიშევი, ლიონელ მესი და ლუსიანო ვიეტო.

იანვრის საუკეთესო გუნდი ესპანეთში ასე გამოიყურება:

მეკარე: დიეგო ალვეში (“ვალენსია”);
მცველები: ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”);
ნახევარმცველები: დანიელ პარეხო (“ვალენსია”), ისკო (“რეალი”), დენის ჩერიშევი (“ვილიარეალი”);
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ლუსიანო ვიეტო (“ვილიარეალი”).

თეგებილა ლიგა
0.11829