ფეხბურთი

20:13 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და “სიტი” “ბარნლის” შემტევით დაინტერესდნენ

“ბარნლის” ინგლისელმა თავდამსხმელმა დენი ინგსმა შესაძლოა კარიერა პრემიერლიგის გრანდში განაგრძოს.

ESPN-ის ცნობით, ინგსით “ჩელსი” და “სიტი” დაინტერესდნენ. 22 წლის ფეხბურთელს კლუბთან სეზონის ბოლომდე აკავშირებს კონტრაქტი. წყაროს ცნობით, “ჩელსი” და “სიტი” ზაფხულში შეეცდებიან თავდამსხმელის გადაბირებას.

იანვარში დენი ინგსის შეძენა “ლივერპულს” და “სოსიედადს” სურდათ, თუმცა ტრანსფერი ვერ განხორციელდა.

მიმდინარე სეზონში დენიმ 22 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113294