ფეხბურთი

18:40 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშია ფანებში გაერია

გურამ კაშიამ ამსტერდამის “აიაქსთან” “ვიტესის” მოგებულ მატჩს (1:0) თვალი არნემელ ფანებთან ერთად ტრიბუნიდან ადევნა და მოგვიანებით აღნიშნა, რომ ძალიან იმხიარულა.

“იმ ადგილიდან თამაშის ყურება განსხვავებულია. ძალიან ბევრი ვიმხიარულე. მათ მსგავსად ვხტუნავდი და ვყვიროდი. ამის გამო, შესვენების დროს ზურგიც კი მტკიოდა. ფანებს დიდ პატივს ვცემ, რადგან 90 წუთის განმავლობაში ფეხზე დგანან, რაც საკმაოდ ძნელია.

საინტერესო მომენტების მომსწრე გავხდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოცდილებაა და კარგად დამამახსოვრდება. ასე რომ, ხუთი წლის განმავლობაში გულშემატკივრებთან ერთად ბევრი კარგი ეპიზოდი მქონია” – იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი vitesse.org-ი.

0.119863