ფეხბურთი

17:23 | 4.02.2015 | ნანახია 810 - ჯერ

ჰუნტელაარს სასჯელი შეუმსუბუქეს

გელზენკირხენის “შალკეს” თავდამსხმელს, კლას-იან ჰუნტელაარს, დისკვალიფიკაცია შეუმსუბუქეს. ჰოლანდიელი შემტევი, ევსის ნაცვლად, ოთხ მატჩს გამოტოვებს.

ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ჰანოვერთან” დაპირისპირების დროს, ჰუნტელაარმა მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც ჯერ წითელი ბარათი, მოგვიანებით კი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. “შალკემ” სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მალევე გაასაჩივრა და შედეგსაც მიაღწია. ბოლო ინფორმაციით, ჰუნტელაარი 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის, ხოლო კიდევ 2 თამაში პირობითი იქნება. თუ ჰოლანდიელს, 2016 წლის 30 იანვრამდე, მოედნიდან კვლავ გააძევებენ, მის სასჯელს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ავტომატურად დაემატება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:04 | 04.02.2015
federer (17) (15576)

ეს რა მაგარი Y***ობა გააძრეს
ასეთი სისასტიკეც არ ჩაუდენია

0.112944