ფეხბურთი

16:52 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურა” პირველ სპარინგში მაკედონიელებთან დამარცხდა

ქობულეთის “შუქურამ”, რომელსაც უკრაინელი კონსტანტინე ფროლოვი წვრთნის, თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი მაკედონიის “შკენდიასთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.

მაკედონიური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, “შუქურამ” ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა:

ჯიოევი, ტვილდიანი (კ), ხოჭოლავა, ორაზიევი, გურული, კუჭაიძე, კახა მჟავანაძე, გიორგი ჩელებაძე, ხუჭუა, თუხარელი, მეტრეველი.

“შკენდიამ” ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა. 73-ე წუთზე, მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა ზაზა ტუღუშმა საპასუხო გოლი გაიტანა. მაკედონიელებმა 75-ე წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

თეგებიშუქურა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106515