ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამი ხედირა მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ “სქაი სპორტი” იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანულ გუნდსა და მადრიდის “რეალს” შორის წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
27 წლის ხედირა “რეალის” ღირსებას 2010 წლიდან მოყოლებული იცავს, თუმცა უკვე მეორე სეზონია ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ ითვლება. მანამდე ხედირამ სახელი “შტუტგარტში” თამაშით გაითქვა.