ფეხბურთი

15:33 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას მრავალმილიონიან კონტრაქტს სთავაზობენ

Bild-ის ცნობით, ყატარის ფეხბურთის ფედერაცია “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას მრავალმილიონიან კონტრაქტს სთავაზობს.

წყაროს ინფორმაციით, ყატარული ფეხბურთის მესვეურებს სურთ გვარდიოლამ 2016 წელს მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს, რათა გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადოს. ესპანელს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში უმთავრდება.

ჯერჯერობით უცნობია გვარდიოლა დათანხმდება თუ არა ყატარელების წინადადებას.

2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს.

0.128736