ფეხბურთი

12:14 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალმა” ჩინელებთან წააგო

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადების პერიოდში, “ცხინვალმა” თურქეთში შეკრებაზე მეორე ამხანაგური თამაში ჩინეთის “რენჰესთან” ჩაატარა და 1:2 წააგო.

ცხინვალელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ტაიმებში განსხვავებული შემადგენლობა დააყენა:

პირველი ტაიმი: ნანიევი (კ), ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნიკა ჯიშკარიანი, დ. იმედაშვილი, ქარდავა, მარკოზაშვილი, შინდაგორიძე, ცაცკრიალაშვილი, არაბული.

მეორე ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, გიორგაძე, მახარობლიძე, რუხაძე, მუმლაძე, ლექვთაძე, მიხეილ ჯიშარიანი, ივანიშვილი, ახვლედიანი.

პირველი ტაიმის 43-ე წუთზე დავით იმედაშვილის პასით ლაშა შინდაგორიძემ ანგარიში გახსნა. შესვენების დასრულებიდან 4 წუთი გასულიყო, რომ ჩინელებმა საპასუხო ბურთი გაიტანეს, ხოლო 67-ეზე “რენჰემ” საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თეგებიცხინვალი
0.132385