ფეხბურთი

2:29 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა წაიბორძიკეს

გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტურის პირველ სათამაშო დღეს მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა. გათამაშების გამოკვეთილმა ლიდერმა მიუნხენის “ბაიერნმა” შინ გელზენკიხენის “შალკე” მიიღო და ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაკარგა ქულები.

“რეკორდმაისტერს” გეგმები გვარიანად აურია ჟერომ ბოატენგის გაძევებამ, რომელმაც მე-17 წუთზე საკუთარ საჯარიმოში სიდნი სემი წააქცია. მასპინძელთა საბედნიეროდ, ჩუპო-მოტინგმა პენალტი ცუდად შეასრულა და მანუელ ნოიერს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია. ხოსეპ გვარდიოლამ დაცვაში არსებული სიცარიელის შევსება თავდამსხმის შესუსტების ხარჯზე გადაწყვიტა და მარიო გიოტცეს ნაცვლად, დანტეს უხმო მოედანზე. მიუნხენელები შეტევაში ჩვეულად მრისხანენი ვერ იყვნენ, თუმცა გოლის გატანა მაინც მოახერხეს. 67-ე წუთზე ხაბი ალონსომ კუთხური მოაწოდა, ყველას არიენ რობენმა დაასწორო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. “ბაიერნმა” უპირატესობა მხოლოდ ხუთ წუთს შეინარჩუნა, 72-ე წუთზე სიდნი სემის კუთხურს ჰიოვედესის შესანიშნავი თავური მოჰყვა და ტაბლოზე საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 1:1.

“ბაიერნის” წაფორთხილებით ვერ ისარგებლა მეორე ადგილოსანმა “ვოლფსბურგმა”, რომელიც გასვლაზე ეთამაშებოდა “აინტრახტს”. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 58-ე წუთზე აიგნერმა დააწინაურა, ხოლო 88-ე წუთზე “მგლებს” ქულა კევინ დე ბრუინმა გადაურჩინა – 1:1.

“გლადბახმა” ჰერმანის გოლით შინ “ფრაიბურგი” დაამარცხა, ხოლო “ჰანოვერმა” და “მაინცმა” ქულები გაიყვეს.

აინტრახტი – ვოლფსბურგი 1:1 (0:0)


ფრანკფურტი, “კომერზბანკ არენა”

აინტრახტი (4-3-3): ტრაპი, რუსი, ზამბრანო, კინშომბი, ოშიბკა, აიგნერი, ინუი, ჰასებე, სეფეროვიჩი, მეიერი, შკენდერა (ანდერსონი 70).
მწვრთნელი: ტომას შააფი

ვოლფსბურგი (4-2-3-1):
ბენალიო, კნოჩე, ნალდო, რ.როდრიგესი, ვეირინია, გუსტავო, არნოლდი (შეფერი 74), კალიჯური, დე ბრუინი, პერიშიჩი (ჰანტი 46), დოსტი (ბენდტნერი 74).
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 აიგნერი (58), 1:1 დე ბრუინი (88).
გაფრთხილებები: რუსი, ჰასებე – გუსტავო, რ.როდრიგესი
მსაჯი: გიუნტერ პერლი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 12(4)-9(2), ჯარიმა: 19-16, კუთხური: 1-6, თამაშგარე: 6-8, სეივი: 1-3

გლადბახი – ფრაიბურგი 1:0 (1:0)

მიონხენგლადბახი, “შტადიონ იმ ბორუსია-პარკი”

გლადბახი (4-4-2):
სომერი, შტრანზლი (ა.დომინგესი 46), იანჩკე, ვენდტი, კორბი, ხაკა, კრამერი, ფ.ჯონსონი, ჰერმანი (აზარი 79), კრუზე, კრგოტა (ბროუერსი 85).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ფრაიბურგი (4-4-2): ბიურკი, ჰიონი, ტორეხონი, გიუნტერი, სორგი, ფრანცი, კლაუსი (ფილიპი 78), დარიდა, შმიდტი, დაელი, პეტერსენი (შაჰინი 82).
მწვრთნელი: კრისტიან შტრეიცი

გოლი: ჰერმანი 23.
გაფრთხილებები: ხაკა – სორგი, ტორეხონი
მსაჯი: მარკუს შმიდტი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 11(6)-15(5), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-2, სეივი: 5-5

ჰანოვერი – მაინცი 1:1 (1:0)

ჰანოვერი, HDI არენა

ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი, საკაი, შმიდებახი (ჰირში 90), სანე, შტინდლი, კიოტაკე (სობიე 84), ბრიანდი (ბიტენკურტი 73), ხოსელუ.
მწვრთნელი: თაიფუნ ქორქუთი

მაინცი (4-2-3-1): კარიუსი, ხარა, ბელი, ბროსინსკი, ბენგტსონი, ბაუმგარტლინგერი, გეისი, კლემენსი (სოტო 63), დე ბლაზისი, მალი (ბუნგერტი 88), ალაგუი (კასტილიო 63).
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

გოლები: 1:0 ბრიანდი (26), 1:1 სოტო (77).
გაფრთხილებები: სანე - ხარა
მსაჯი: ტორსტერ კინჰოფერი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 9(5)-17(7), ჯარიმა: 14-14, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 6-4, სეივი: 6-4

ბაიერნი – შალკე 1:1 (0:0)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, ბოატენგი, ბენატია, ვაიზერი (როდე 88), ალაბა, ალონსო, ბერნატი, მიულერი (ლევანდოვსკი 55), შვაინშტაიგერი, რობენი, გიოტცე (დანტე 27).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

შალკე (3-1-4-2): გიფერი (ველენრუტერი 46), ნასტასიჩი, მატიპი, ჰიოვედესი, ნოიშტედტერი, მეიერი, ბოატენგი (ბარნეტა 87), ფუჩსი, უჩიდა, ჩუპო-მოტინგი, სემი (სანე 77).
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

გოლები: 1:0 რობენი (67), 1:1 ჰიოვედესი (72).
გაფრთხილებები: ბენატია, ვაიზერი, შვაინშტაიგერი – ჰიოვედესი
გაძევება: ბოატენგი 17.
მსაჯი: ბასტიან დანკერტი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 10(2)-8(5), ჯარიმა: 12-19, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 5-8, სეივი: 4-1

მე-18 წუთზე ჩუპო-მოტინგმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

თეგებიბუნდესლიგა
0.184869