ფეხბურთი

22:34 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლენონი: “სწორი გადაწყვეტილება მივიღე”

“ევერტონში” გადასვლის შემდეგ აარონ ლენონმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა. ინგლისის ნაკრების 27 წლის მოთამაშის აზრით, ლივერპულულ კლუბში კარიერის გაგრძელება, სწორი გადაწყვეტილებაა.

“მოხარული ვარ “ევერტონში” გადასვლით, იყო რთული დღეები, როცა ვფიქრობდი და ვესაუბრებოდი კლუბის ხელმძღვანელებს, გუნდის მწვრთნელს. საბოლოოდ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და მოვიქეცი იმგვარად, როგორც მსურდა” – აღნიშნა ლენონმა.

“ევერტონის” თამაში მომწონს, პატივს ვცემ გუნდის მწვრთნელ რობერტო მარტინესს, იგი ცდილობს მისმა გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, რაც ჩემს შეხედულებებთან ახლოს დგას” – დაასრულა ინგლისელმა ფეხბურთელმა.

ლენონმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა “ლიდს იუნაიტედში” დაიწყო, 2005 წლიდან კი “ტოტენჰემის” ფეხბურთელია. ლენონი კვლავ რჩება “ტოტენჰემის” საკუთრებაში, “ევერტონში” სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ითამაშებს.

0.116512