ფეხბურთი

22:19 | 3.02.2015 | ნანახია 1017 - ჯერ

“მანჩესტერმა” ანდერსონი გაასხვისა

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ბრაზილიელი ანდერსონი სამშობლოში დაბრუნდა. 26 წლის ფეხბურთელმა “ინტერნასიონალთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ანდერსონი “ოლდ ტრაფორდზე” დიდი იმედებით 2007 წელს ჩაიყვანეს, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და გუნდი შვიდწელიწადნახევრის შემდეგ უსახელოდ დატოვა. ამ ხნის განმავლობაში მან “წითელ ეშმაკებში” პრემიერლიგის ეგიდით 105 მატჩი ჩაატარა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:06 | 04.02.2015
deqstera_best_7 (1964)

ძალიან ნიჭიერი იყო, უბრალოდ ტრავმებმა და სიზარმაცემ დაღუპა!!

10:36 | 04.02.2015
marca (2749)

ეს და ნანი ერთად რო მოიყვანეს მახსოვს ,ამის გრძელ თმებზე დავა..ვი მე))

01:21 | 04.02.2015
Babajuju (2597)

არადა ამ ნაგავის რამხელა იმედი გვქონდა როცა გუნდში მოვიდა და ჭირად გვექცა უცბად

22:56 | 03.02.2015
ReDdEviLs (495)

მოიშორეს ძლივს

0.120782