მადრიდის “რეალის” იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ხმები გარეთ ბეილის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. ამის შესახებ ანჩელოტიმ “სევილიასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ბეილის გაყიდვის შესახებ არაფერი მსმენია. იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. გასულ წელს მან სამ ფინალში შეძლო გოლის გატანა. იგი წელსაც კარგ ფორმაშია და ფანტასტიურ სეზონს ატარებს”, - განაცხადა ანჩელოტიმ.
ბოლო პერიოდში ჟურნალისტები უელსელი გარემარბის სახელს ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.