ლაშა დვალმა “ქასიმფაშას” პირველი გუნდთან ერთად სამშაბათს ივარჯიშა. 19 წლის ქართველი მცველი თურქულ საფეხბურთო კლუბში ორშაბათს გადავიდა. მისი სატრანსფერო უფლება ინგლისის ჩემპიონლიგის “რედინგს” ეკუთვნის, რომელმაც დვალი “ქასიმფაშაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
სტამბოლელთა მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს თანამემამულე უკანახაზელი პირველი გუნდისთვის სჭირდება, რასაც 3 თებერვალს დილას ჩატარებული ვარჯიში მოწმობს. თუ რამდენად ექნება დვალს “ქასიმფაშაში” სათამაშო პრაქტიკა, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლელთა პირველ გუნდში მეკარე ოთო გოშაძეც ვარჯიშობს.