ფეხბურთი

20:46 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გაგრამ” მეორელიგელი დაამარცხა

სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება საფეხბურთო კლუბი “გაგრა.” როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, თენგიზ სიჭინავას ფეხბურთელებმა ნაძალადევში მდებარე ხელოვნურსაფარიან მინდორზე მეორე ლიგის წარმომადგენელი “ვოიაჟი” 1:0 დაამარცხეს. მატჩში ერთადერთიGგოლი 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი კვიჟინაძემ გაიტანა, მან 66-ე წუთზე ახლო მანძილიდან აიღო იოსებ კარტოზიას კარი. აღსანიშნავია, რომ კარტოზიამ 2013-2014 წლების სეზონი “გაგრას” რიგებში გაატარა, ხოლო ზაფხულში “ვოიაჟში” განაგრძო კარიერა.

მატჩის მსვლელობისას დაშავდა “გაგრას” ორი ფეხბურთელი: 19 წლის ცოტნე მოსიაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ნიკიტა იღუმენოვი.

“გაგრა” შემდეგ მატჩს 4 თებერვალს “ზესტაფონის” წინააღმდეგ გამართავს. ამხანაგური შეხვედრა იმერული კლუბის თბილისურ ბაზაზე 14:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113923