ფეხბურთი

19:44 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” ბულგარეთის “ბეროესთან” დამარცხდა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის A ჯგუფის ლიდერმა “საბურთალომ” პირველი ამხანაგური მატჩი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ “ბეროესთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “საბურთალოს” პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:

ქურდაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ნოდარ იაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, ჯიქია, გოშთელიანი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ტაბიძე, ბეროშვილი, ხორხელი, სოფრომაძე, წივილაშვილი.

ბულგარელებმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნეს. 75-ე წუთზე, ხარაიშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და გაათანაბრა. “ბეროემ” 81-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.

თეგებისაბურთალო
0.115124